"უნარები დასაქმებისათვის" ფორუმი
2018 წლის 20-21 ივნისს თბილიში ქორთიარდ მერიოტში გაიმართა "უნარები დასაქმებისათვის" ფორუმი. ფორუმზე განხილული იქნა დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმის სფეროში არსებული პროგრამები და მიღწევები, ასევე "EUVEGE " -ის პროექტის თანამონაწილეობა აღნიშნულ პროცესში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერებით და კანონმოქმედებით.