მრგვალი მაგიდა საქართველოში შინმოვლის საკითხებზე
2016 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა საექთნო განათლების, საკანონმდებლო რეგულაციების და სტანდარტების შემუშავების პრობლემებს საქართველოში. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს შრომის , ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და განათლების სამინისტროების, ქ. თბილისის მერიის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებლის, კერძო კოლეჯების ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.