მოდულური პროგრამის გარე მხარდაჭერის ექსპერტის ვიზიტი
2017 წლის 24 აგვისტოს და 1 და 4 სექტემბერს თბილისის № 1 სამედიცინო სასწავლებელში განხორციელდა მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის, ქალბატონ თეა ოსეფაშვილის ვიზიტი. სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა დანერგვის ადმინისტრირების პროცესის, მოდულების სწავლება-შეფასების და შიდა დაკვირვება-შეფასების, მტკიცებულებების სახეების და მათი შეგროვების, აგრეთვე მოდულებების დანერგვისათვის საჭირო სხვა განსახორციელებელი აქტივობების საკითხები.