2019 წლის 11 ოქტომბრის შეხვედრა
2019 წლის 11 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული მომზადების პროგრამითა და პროფესიული გადამზადების პროგრამით დაინტერესებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ტრენინგი ჩატარდა,რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
•პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დამატებითი უფლების მოპოვებისგარეშე განხორციელების წესი და პირობა;
•პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამების სახელმწიფო და ფინანსების წინაპირობები და პროცედურა;
• საინფორმაციო სემინარი ჩაატარეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხარისხის უზრუნველყოფის ქვეპროგრამის თანამშრომლებმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა;
•საინფორმაციო სემინარი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსშორის სტანდარტული შეთანხმების წერილით დამტკიცებული საგრანტო პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია ცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში მომზადება/გადამზადების სისტემის განხორციელებისთვის.
საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებლიდან ტრენინგს ესწრებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რ. ჩიტალაძე.