აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

მიღება
ავტორიზებული საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის
N1 სამედიცინო სასწავლებელი აცხადებს მიღებას
2020-2021 ს/წლისათვის სრული ზოგადი განათლების საფუძველზე შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
საექთნო განათლება /Nursing
ფარმაცია (სააფთიაქო)/Pharmacy
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ: ქ.თბილისი სპ. კედიას ქ. № 7.
ტელ: 2 34 15 48; 2 34 00 90.
კურსდამთავრებულები მიღებენ სახელმწიფო დიპლომს.
სასწავლებელში ჩარიცხვის პროცედურა
შპს საზოგადოებრივ კოლეჯში „თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებელი” ჩარიცხვა და სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
კოლეჯში შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური, ან აქვს ისეთი განათლება, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე; (დირექტორის ბრძანება N01/07. 16. 06.2014წ) პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მესამე საფეხურზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და აკმაყოფილებს პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს, ხოლო მეოთხე და მეხუთე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუ მათ არ გააჩნიათ წინა საფეხური, ჩაირიცხება პირი, რომელსაც გააჩნია სრული ზოგადი განათლება და აკმაყოფილებს პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მოდულურ პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და მასზე დაშვების წინაპირობებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველზე .
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
- ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე (დისკზე ჩაწერილი)