პირველი სამედიცინო სასწავლებელი შეუერთდა აქციას - “გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე”

პირველი სამედიცინო სასწავლებელი აქტიურად შეუერთდა იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სისხლის ბანკის აქციას – “გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე”,
🩸აქცია – “გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე” ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად ტარდება. ჩვენი სტუდენტები, როგორც მომავალი მედიკოსები, პედაგოგებთან და ადმინისტრაციასთან ერთად სრულად იზიარებენ დონაციის მნიშვნელობას და მზად არიან, დახმარების ხელი გაუწოდონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
გვსურს, სასწავლებლის სტუდენტებსა და მასწავლებლებს მადლობა გადავუხადოთ მაღალი ჩართულობისთვის.
ყოველი დონორი გმირია, რომელსაც შეუძლია გაიღოს სისხლი და გადაარჩინოს სიცოცხლე!