შეხვედრა თემაზე – „ზაფხულის ენერგია და სამუშაოს რითმი“.

📌 თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი აგრძელებს თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და სამუშაო გარემოს გაძლიერების პროცესს. 💼
ამ მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორმა, გვანცა ფორჩხიძემ, ჩაატარა შეხვედრა ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის თემაზე – „ზაფხულის ენერგია და სამუშაოს რითმი“.
შეხვედრის ფარგლებში:
• განიხილეს წლის საერთო გეგმები;
• ყურადღება გამახვილდა სამუშაო პროცესების გამარტივებაზე;
• განხორციელდა გუნდური აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავდა ზაფხულის პოზიტიური ენერგიის ინტეგრაციას სამუშაო სივრცეში. 🤝