ექსტრაკურიკულური პროექტი : „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი" - სესია I

 

14 ნოემბერს თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში  გაიმართა ექსტრაკურიკულური პროექტის „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი“ მეორე სესია, რომელიც ორგანიზებული იყო ჰელფინგ ჰენდთან თანამშრომლობით.

სესია თემაზე „მოხალისეობის კულტურა“ სპეციალურად მოემზადა სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, რათა მონაწილეებს გაცნობოდათ თანამედროვე მოხალისეობის მნიშვნელობა, ძირითადი პრინციპები და ის შესაძლებლობები, რომელსაც სამედიცინო სფეროში ჩართულობა აძლევს ახალგაზრდებს.

პროექტის მიზანია სამედიცინო პროფესიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული ცოდნის, სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაღრმავება. პროექტი მოიცავს შეხვედრებს, ტრენინგებსა  და სხვადასხვა აქტივობას, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს მოხალისეობის კულტურას სასწავლებელში.