პროექტი: „მოწყვლადი ქალებისა და სტუდენტების გაძლიერება: სამოქალაქო უფლებებსა და ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემებზე.“
პროექტი: „მოწყვლადი ქალებისა და სტუდენტების გაძლიერება: სამოქალაქო უფლებებსა და ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემებზე.“
პროექტის მიზანია:




პროექტი ხორციელდება, პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში, 𝟏𝟕 იანვარს ჩატარდა, საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან.
შეხვედრას უძღვებოდნენ, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო თოდუა და პირველი სამედიცინო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე სასწავლო მიმართულებით, ანა ჯავახიშვილი.
პროექტის ფარგლებში, 17 თებერვალს ჩატარდა, რიგით პირველი ტრენინგი სამოქალაქო უფლებებსა და კომუნიკაციის სტრატეგიებზე.აღსანიშნავია, რომ ტრენინგის აქტივობებმა სტუდენტებში დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.
18 თებერვალს ჩატარდა, რიგით მეორე ტრენინგი - განათლების სერვისები და ხელმისაწვდომობა:
I სესია: საგანმანათლებლო სისტემები და ხელმისაწვდომობა;
II სესია: ქალებისა და გოგონების განათლების მნიშვნელობა და უფლება სოციალური ცვლილებებისთვის;
(ისტორიული და კულტურული კონტექსტის მიმოხილვა)
III სესია: რეფლექსია - გუნდური მუშაობა/პრეზენტაციები თემებზე.


(ისტორიული და კულტურული კონტექსტის მიმოხილვა)

19 თებერვალს ჩატარდა, რიგით მესამე ტრენინგი - ჯანდაცვის სისტემებსა და ხელმისაწვდომობაზე.
ტრენინგს უძღვებოდა: ნინო თოდუა და ანა ჯავახიშვილი.
პროექტის აქტივობების მე-4 ეტაპი :
6 მარტს, სტუდენტებისა და თემის ლიდერი ქალების ვიზიტი “კარიტასში” ქალებთან და გოგონებთან. შეხვედრის ძირითადი თემები იყო:
სამოქალაქო უფლებები.
ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემები.
ინფორმაციის გაზიარება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და პროფესიულ პროგრამებზე.
7 მარტს შედგა სტუდენტებისა და თემის ლიდერი ქალების ვიზიტი გლდანის დასახლებაში ქალებთან და გოგონებთან.
შეხვედრაზე უკვე გადამზადებულმა ტრენინგის მონაწილეებმა მსმენელებს გაუზიარეს შემდეგი საკითხები:
ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების უფლებები
ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ჯანმრთელობის სკრინინგ ცენტრები
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები
ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროფესიული პროგრამები
შესაძლებლობების და უნარების გაძლიერება
დასაქმების შესაძლებლობები და შრომითი ურთიერთობები
11 მარტს შედგა სტუდენტებისა და თემის ლიდერი ქალების ვიზიტი საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე დასახლებაში ქალებთან და გოგონებთან.
შეხვედრაზე უკვე გადამზადებულმა ტრენინგის მონაწილეებმა მსმენელებს გაუზიარეს შემდეგი საკითხები:







11 მარტს შედგა სტუდენტებისა და თემის ლიდერი ქალების ვიზიტი საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე დასახლებაში ქალებთან და გოგონებთან.
შეხვედრაზე უკვე გადამზადებულმა ტრენინგის მონაწილეებმა მსმენელებს გაუზიარეს შემდეგი საკითხები:







შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა და მონაწილეებმა ერთმანეთს გაუცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია სამომავლო თანამშრომლობისთვის.
პროექტის აქტივობების მე-5 ეტაპი:
18 მარტს, შედგა ერთობლივი პროფორიენტაციული ხასიათის ვიზიტი/ექსკურსია : პროექტის მონაწილე სტუდენტებისა და სხვადასხვა ჯგუფის ქალების - „თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში“.

პროექტის მე-5 ეტაპის ფარგლებში , 19 მარტს შედგა:


ასევე, პროექტის მონაწილეებს “კულინარიის” პროგრამის შესახებ ესაუბრა, კოლეჯ “მერმისში” მიწვეული გერმანელი ექსპერტი.
პროგრამების ძირითადი მისაღწევი შედეგების დემონსტრირება პროექტში მონაწილეებს წარმოუდგინეს, დარგის სპეციალისტებმა - ნატა ჩიტალაძემ და გულიკო ცინარიძემ.
26 მარტს შედგა ერთობლივი ვიზიტი/ექსკურსია : პროექტის მონაწილე სტუდენტებისა და სხვადასხვა ჯგუფის ქალების - საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში.
პროექტის მონაწილეებს სოფიო რუსეცკი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული დეპარტამენტის უფროსი, შეხვდა.
ქალბატონმა სოფიომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებულ თავშესაფრებზე და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებაზე ვრცლად ისაუბრა.

31 მარტს, გაიმართა დასკვნითი ღონისძიება პროექტის: „სხვადასხვა ჯგუფის ქალებისა და სტუდენტების გაძლიერება: სამოქალაქო უფლებებსა და ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემებზე“ ფარგლებში.



ღონისძიებას ესწრებოდნენ : პროფესიული უნარების სააგენტოს , კოლეჯ "პანაცეასა" და დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული დეპარტამენტის უფროსი, სტუდენტები, პროექტის მონაწილეები, ქალები და გოგონები და სასწავლებლის ადმინისტრაცია .
ღონისძიების მიწურულს, პროექტში ჩართულ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და სტუმარს აქტიური ჩართულობისთვის! 

მსგავსი ჩანაწერები
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება!
9 აპრილი, 2025
პროფორიენტაციული შეხვედრა თბილისის 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
9 აპრილი, 2025
ნიმუში
7 აპრილი, 2025
რიგით V სტუდენტური კონფერენცია
9 აპრილი, 2025
გამომცემლობა ,,ინტელექტის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა
9 აპრილი, 2025
სამუშაო შეხვედრა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით
9 აპრილი, 2025