რიგით V სტუდენტური კონფერენცია
14 აპრილს სასწავლებელში ჩატარდება რიგით V სტუდენტური კონფერენცია.
• კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "ფარმაცია" (სააფთიაქო)ს პროფესიული სტუდენტები.
• მოხსენებები შეეხება ფარმაკოლოგიის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს ( მედიკამენტებს) და სამკურნალო მცენარეებს გასტროენტეროლოგიაში, ასევე მოკლედ განხილული იქნება ძველი სამყაროს მედიცინის ისტორიის არსი.
თემები:
• სამკურნალო საშუალებების ორგანიზმში შეყვანის გზები
• წამლების შეყვანის ენტერალური გზა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან)
• მედიკამენტების ჯგუფები გასტროენტეროლოგიაში:
• H2 ჰისტამინური რეცეპტორების ინჰიბიტორები
• ანტაციდური საშუალებები
• H+ K+ ატფ-აზის ინჰიბიტორები
• დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები
• ნაღვლმდენი საშუალებები
• ნაწლავების აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატები და ადსორბენტები
• საფაღარათო საშუალებები
• საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები
• ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები
• ჰეპატოპროტექტორები
• დიზბაქტერიოზის სამკურნალო საშუალებები
• ძველი სამყაროს მედიცინის ისტორია
ორგანიზატორები:
• მოდული "ფარმაკოლოგიის" პროფესიული განათლების მასწავლებლები:
ეკა კანდელაკი-ყანჩაველი და ნინო ლომიძე
• მოდული "სამკურნალო მცენარეული და ცხოველური ნედლეულის" პროფესიული განათლების მასწავლებელი:
გულიკო ცინარიძე
• მოდული "სამედიცინო და ფარმაცევტული ტერმინოლოგია" პროფესიული განათლების მასწავლებელი:
თამარ კოტორაშვილი

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს სასწავლებლის მეგობარი - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი,
თემა: ნაწლავების მოტორიკაზე მოქმედი სამკურნალო საშუალებები .
გელოდებით!

მსგავსი ჩანაწერები
მოსამზადებელი კურსების პრეტესტის სიმულაცია ქიმიასა და ბიოლოგიაში
6 ოქტომბერი, 2025
პირველ სამედიცინო სასწავლებელში სასწავლო პროცესი განახლდა!
15 სექტემბერი, 2025
შეხვედრა თემაზე – „ზაფხულის ენერგია და სამუშაოს რითმი“.
13 სექტემბერი, 2025
საინფორმაციო შეხვედრა/დაჯილდოება პროფესიული განათლების მასწავლებლებთან
14 სექტემბერი, 2025
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!
1 სექტემბერი, 2025
საშემოდგომო რეგისტრაცია იწყება!
19 აგვისტო, 2025