ტური ისტორიულ ლორე-ტაშირის პროვინციაში, საქართველოს დაკარგულ ტერიტორიაზე


ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს:
• ახტალის სამონასტრო კომპლექსი – X საუკუნის ძეგლი, სადაც მელიქიშვილთა საგვარეულო საძვალეა . ამჟამად აქ სომხური სამოციქულო ეკლესიაა , სადაც წირვა-ლოცვა მიმდინარეობს გრიგორიანული აღმსარებლობით .
• ქობაირის მონასტერი – სადაც განისვენებს თამარ მეფის ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი . ისტორიულ წყაროებში ამ ტაძრის ფრესკები ცნობილია თავისი უნიკალურობით , რადგან ისინი ქართული და ბიზანტიური ტრადიციისამებრ არიან შექმნილნი .
სტუდენტებმა ასევე მოინახულეს:
• ქალაქი ალავერდი და სანაჰინის თაღოვანი ხიდი ალავერდში.
• ოძუნის მონასტერი – VI ს.
• აჰპატი – სომხური არქიტექტურის ძვირფასი ნიმუში , რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია (X–XII სს).
სურვილების კედელი – ადგილობრივებს აქვთ რწმენა, რომ თუ ამ კედელს ისე გაივლი, რომ არ ჩამოვარდები , ჩაფიქრებული სურვილიც აგისრულდება. 



მსგავსი ჩანაწერები
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!
1 სექტემბერი, 2025
საშემოდგომო რეგისტრაცია იწყება!
19 აგვისტო, 2025
სასწავლებელში ,,ქართული ენა A2” და ,,ქართული ენა B1"-ის წარმატებით დასრულება აღინიშნა
8 ივლისი, 2025
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო განათლება“ საკვალიფიკაციო გამოცდა (II სესია)
26 ივნისი, 2025
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო განათლება“ საკვალიფიკაციო გამოცდა (I სესია)
25 ივნისი, 2025
სასწავლებლის სტუდენტების ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში
20 ივნისი, 2025