ექსტრაკურიკულური პროექტი : „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი" - სესია III
📌 ექსტრაკურიკულური პროექტი ჰელფინგ ჰენდთან თანამშრომლობით
“მოხალისეთა სამედიცინო შტაბი”
თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში გრძელდება პროექტი „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი“, რომელიც ჰელფინგ ჰენდთან პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის თანამედროვე სამედიცინო მოხალისეობის კულტურის განვითარებას, პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებასა და რეალურ სიტუაციებთან დაახლოებულ გამოცდილებას.
III სესია- პირველი ნაწილი :
“სამხედრო სამედიცინო ისტორიის მიმოხილვა, ტექნოლოგია და ინჟინერია – შტაბის მოდელირება და აღჭურვილობა”
მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა სამხედრო მედიცინის განვითარების ეტაპებზე, მოისმინეს ტექნოლოგიური პროგრესის გავლენის შესახებ და პრაქტიკულად იმუშავეს საველე სამედიცინო შტაბის მოდელირებასა და მისი აუცილებელი ინვენტარის განსაზღვრაზე.
III სესია- მეორე ნაწილი :
“სიმულაციური გადაუდებელი სიტუაცია – საველე შტაბის გახსნა”
სესიამ გააერთიანა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული დავალებები: მონაწილეებმა იმიტირებული გადაუდებელი შემთხვევის პირობებში , საველე შტაბში მართეს პროცესები მოხალისეობრივი გუნდის პრინციპით.
პროექტი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერას.