ექსტრაკურიკულური პროექტი : „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი" - სესია II

📌 ექსტრაკურიკულური პროექტი ჰელფინგ ჰენდთან თანამშრომლობით

“მოხალისეთა სამედიცინო შტაბი”

17 ნოემბერი — II სესია სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის

პროექტის მეორე სესია გავიდა თემაზე:
„ადამიანის ანატომია და ტრავმების პირველადი დახმარება, მედიკამენტები და ტექნოლოგიები“.

სესიის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს საფუძვლიანი ინფორმაცია ადამიანის ანატომიის მნიშვნელოვან ასპექტებზე, ისწავლეს ტრავმების პირველადი მართვის პრინციპები, გაეცნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების გამოყენების წესებს და მოისმინეს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების როლის შესახებ გადაუდებელ დახმარებაში.

„მოხალისეთა სამედიცინო შტაბი“ აგრძელებს ახალგაზრდების პრაქტიკული უნარების განვითარებას და სამედიცინო სფეროსთან დაახლოებას რეალური გამოცდილების გზით.