პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი

📌16 დეკემბერს თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში, შემოდგომის რეგისტრაციაზე მიღებული პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი.🩺
 
მონაწილეებმა გაიარეს თეორიული და პრაქტიკული ეტაპები, სადაც ისწავლეს:
 
• ტრავმული პაციენტის პირველადი დახმარება(ღრძობა-მოტეხილობა, ამოვარდნილობა, სიმაღლიდან ვარდნა - კომპლექსური ტრავმა);
 • სისხლდენის სახეები (გარეგანი - შინაგანი, არტერიული - ვენური - კაპილარული - შერეული) ამოცნობა და პირველადი დახმარების გაწევა;  
• დამწვრობის ხარისხები, დამწვრობის  სახეები, შესაბამისად ამოცნობა და პირველადი დახმარების გაწევა;
• ნაკბენების ტიპები (მწერი, ქვეწარმავალი, ცხოველი) შესაბამისი
მოქმედებებით დახმარება;
• ალერგიული რიაქციების ამოცნობა (როგოც მსუბუქი გამოვლინება, ასევე ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია), შესაბამისად პირველადი დახმარების გაწევა;
• ჰეიმლიხის მანევრის სწორად შესრულება, როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებსა და ჩვილებში; 
• პირველადი დახმარება უგონო პაციენტთან, გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) საფუძვლები;
• სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობებისას პირველადი დახმარების გაწევა (მწვავე მუცელი, ინფარქტი, ინსულტი);
 
ტრენინგს გაუძღვნენ სასწავლებლის პროფესიული განათლების მასწავლებლები - ლევან დვალიძე, გოგა ბასილაია. 
მადლობას ვუხდით ტრენინგის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის!💜