გამომცემლობა ,,ინტელექტის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა
2 აპრილს, თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში,გამომცემლობა „ინტელექტის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში კითხვით დაინტერესების გაზრდას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ „ინტელექტის“ მიერ გამოცემულ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს და ესარგებლათ განსაკუთრებული, სტუდენტური ფასდაკლებებით.
სასწავლებლის სტუდენტებისთვის მსგავსი გამოფენა-გაყიდვა ძალიან მნიშვნელოვანია , რადგან ისინი არა მხოლოდ აკადემიურ განათლებას იღებენ, არამედ ერთვებიან კულტურულ და ინტელექტუალურ ცხოვრებაში.
ღონისძიება გულთბილ და შთამაგონებელ ატმოსფეროში ჩატარდა და სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
მსგავსი ჩანაწერები
პროფორიენტაციული შეხვედრა საჩხერის რაიონის სოფელ სავანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
May 4th, 2025
ფლებოტომიის (ვენიდან სისხლის აღების) კურსზე რეგისტრაცია იწყება
April 30th, 2025
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება
April 24th, 2025
ტური ისტორიულ ლორე-ტაშირის პროვინციაში, საქართველოს დაკარგულ ტერიტორიაზე
April 24th, 2025
რიგით V სტუდენტური კონფერენცია
April 24th, 2025
დედაენის დღე თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში
April 24th, 2025