სამუშაო შეხვედრა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით

საერთო ხედვა , ერთიანი სტანდარტები , უწყვეტი განვითარება!
📢 2025 წლის 21-22 მარტს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ, წევრი კოლეჯებისთვის გამართულ გასვლით სამუშაო შეხვედრას თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ .
მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს და შეჯერდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
✅ კურსდამთავრებულთა კითხვარების შეჯერება და ერთიანი კითხვარის შემუშავება;
✅ შუალედური შეფასების შესახებ გამოცდილების გაზიარება და ერთიან პრინციპებზე შეჯერება;
✅ პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტის მიხედვით რეგულაციის შემუშავება;
✅ პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების პროცედურებისა და შესაბამისი ფორმების განხილვა.
შეხვედრაზე აქტიური დისკუსიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შედეგად შემუშავდა საერთო რეკომენდაციები , რომლებიც წევრი კოლეჯებისთვის სამოქმედო გზამკვლევად იქცევა.
ასოციაციის ორგანიზებით, ღონისძიების ბოლოს, თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელს საზეიმო ვითარებაში გადაეცა 2025 წლის წევრობის სერტიფიკატი.
მადლობას ვუხდით საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას და წევრ კოლეჯებს საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისთვის! 💜