ექსტრაკურიკულური პროექტი : „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი" - სესია I
14 ნოემბერს თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში გაიმართა ექსტრაკურიკულური პროექტის „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი“ მეორე სესია, რომელიც ორგანიზებული იყო ჰელფინგ ჰენდთან თანამშრომლობით.
სესია თემაზე „მოხალისეობის კულტურა“ სპეციალურად მოემზადა სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, რათა მონაწილეებს გაცნობოდათ თანამედროვე მოხალისეობის მნიშვნელობა, ძირითადი პრინციპები და ის შესაძლებლობები, რომელსაც სამედიცინო სფეროში ჩართულობა აძლევს ახალგაზრდებს.
პროექტის მიზანია სამედიცინო პროფესიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული ცოდნის, სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაღრმავება. პროექტი მოიცავს შეხვედრებს, ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობას, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს მოხალისეობის კულტურას სასწავლებელში.
მსგავსი ჩანაწერები
2025 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება
December 19th, 2025
პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი
December 17th, 2025
თბილისის პირველმა სამედიცინო სასწავლებელმა საექთნო ასოციაცია “ნიუმენთან” და “სიაბ-აკადემიასთან” მემორანდუმი გააფორმა
December 13th, 2025
ტრენინგი თემაზე - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ძალადობის ფორმები და პრევენცია
November 28th, 2025
პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი
November 25th, 2025
ექსტრაკურიკულური პროექტი : „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი" - სესია III
November 20th, 2025