ტრენინგი თემაზე - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ძალადობის ფორმები და პრევენცია

📌 28 ნოემბერს, თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ძალადობის ფორმები და პრევენცია.

🔹 ტრენინგის მთავარი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ, პრევენციის მხარდაჭერა და ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

🔹 დამსწრეთა შორის იყვნენ სასწავლებლის სტუდენტები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წევრები.

👉 შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა - სტუდენტებმა დასვეს საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

მადლობას ვუხდით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაციის გაზიარებისთვის! 💜