ტრენინგი თემაზე: „გუნდის სინერგია კონფლიქტების მართვაში“
2025 წლის 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, „პირველი სამედიცინო სასწავლებლის“ თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 4-დღიან ინტენსიურ ტრენინგში თემაზე: „გუნდის სინერგია კონფლიქტების მართვაში“.
მოწვეული ტრენერი: თინათინ ძოწენიძე.
ტრენინგი მიზნად ისახავდა გუნდის წევრებისთვის იმ პრაქტიკული სტრატეგიებისა და ტექნიკების გაცნობას, რომლებიც ხელს უწყობს:
გუნდის ერთიანობის განმტკიცებას;
ეფექტური კომუნიკაციის წარმოებას;
საერთო ამოცანების წარმატებით შესრულებას;
დროული და შედეგზე ორიენტირებული უკუკავშირის უზრუნველყოფას.
ტრენინგი მიმდინარეობდა საქმიან და მეგობრულ გარემოში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თანამშრომლებს შორის ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას.
განსაკუთრებული მადლობა ტრენერს, თინათინ ძოწენიძეს, გაზიარებული გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევებისათვის.
ასევე, მადლობას ვუხდით, ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და საინტერესო დისკუსიებისთვის.

ჩვენ ვაგრძელებთ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას ერთობლივი ძალისხმევით!
ტრენინგი მიზნად ისახავდა გუნდის წევრებისთვის იმ პრაქტიკული სტრატეგიებისა და ტექნიკების გაცნობას, რომლებიც ხელს უწყობს:
ტრენინგი მიმდინარეობდა საქმიან და მეგობრულ გარემოში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თანამშრომლებს შორის ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას.
განსაკუთრებული მადლობა ტრენერს, თინათინ ძოწენიძეს, გაზიარებული გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევებისათვის.
ასევე, მადლობას ვუხდით, ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და საინტერესო დისკუსიებისთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას ერთობლივი ძალისხმევით!
მსგავსი ჩანაწერები
ტრენინგი თემაზე - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ძალადობის ფორმები და პრევენცია
November 28th, 2025
პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი
November 25th, 2025
ექსტრაკურიკულური პროექტი : „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი" - სესია III
November 20th, 2025
ექსტრაკურიკულური პროექტი : „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი" - სესია II
November 20th, 2025
ექსტრაკურიკულური პროექტი : „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი" - სესია I
November 17th, 2025
ექტრაკურიკულური პროექტი : ,,მოხალისეთა სამედიცინო შტაბი"
November 15th, 2025